ნიკოლოზ ბასილაშვილმა აპიანოს ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ აპიანოში დამთავრდა ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი), რომელშიც წარმატებით ითამაშა თბილისელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ფინალში იგი იტალიელ მატეო ტრევიზანს დაუპირისპირდა. პირველი ხელი ჩვენებურმა 7:5 მოიგო, მეორეში მასპინძელმა აჯობა - 6:3. გადამწყვეტ სეტში ისევ ბასილაშვილმა იყოჩაღა - 6:4 და პირველ ადგილთან ერთად, 35 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

დღეისთვის პროფესიონალ ჩოგბურთელ ვაჟთა ასოციაციის რეიტინგში ბასილაშვილს 137 ქულით 302-ე ადგილი უკავია, მაგრამ იტალიაში მოპოვებული ქულებით სამასეულში შესვლა შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ ნიკოლოზ.
irakli 112233
13:28 19-08-2013
0
საგოლ ნიკა.მანქანა პრიზი.გილოცავ
goga68
13:19 19-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული