ფინალში იგი იტალიელ მატეო ტრევიზანს დაუპირისპირდა. პირველი ხელი ჩვენებურმა 7:5 მოიგო, მეორეში მასპინძელმა აჯობა - 6:3. გადამწყვეტ სეტში ისევ ბასილაშვილმა იყოჩაღა - 6:4 და პირველ ადგილთან ერთად, 35 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
დღეისთვის პროფესიონალ ჩოგბურთელ ვაჟთა ასოციაციის რეიტინგში ბასილაშვილს 137 ქულით 302-ე ადგილი უკავია, მაგრამ იტალიაში მოპოვებული ქულებით სამასეულში შესვლა შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"