სოფიო შაფათავამ სანკტ-პეტერბურგში მასპინძელს სძლია

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგში 20 აგვისტოს დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომლის ძირითად ბადეში წარმატებით აიღო სტარტი თბილისელმა სოფიო შაფათავამ - მასპინძელ ალექსანდრა არტამონოვას სძლია, 6:4, 6:1.

ქართველი ჩოგბურთელი მე-2 წრეში შეხვდება ნორვეგიელ ულრიკე ელკერის, რომელმაც პირველ წრეში ეკატერინა ალექსანდროვას აჯობა - 6:3, 7:6.

როგორც გაუწყეთ, შაფათავა წყვილებში იულია კალაბინასთან ერთად მე-4 ნომრად განთესილ რუსებს - მარგარიტა ლაზარევას და პოლინა მონოვას დაუპირისპირდება.

* * *
ნიუ ჰეივენის (აშშ) ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 690.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ცდიდა ძალებს თბილისელი
ოქსანა კალაშნიკოვა, პოლონელ ალისია როსოლსკასთან შეამხანაგებული.

მართალია, ჩვენებურმა მე-3 ნომრებს - სანია მირზას (ინდოეთი) და ჟი ჟენს (ჩინეთი) მეორე ხელი მოუგო - 6:3, მაგრამ პირველი (3:6) და მესამე (8:10) დათმო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული