ანა ტატიშვილი აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს

AutoSharing Option
23 წლის თბილისელი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს.

პირველ წრეში იგი სერბ ანა ივანოვიჩს შეხვდება.

ტურნირზე მე-13 ნომრად განთესილ მეტოქესთან დაპირისპირება იოლი არ იქნება. ჩვენებურმა ორი წლით უფროს სერბთან შარშანწინ ბირმინგემის ტურნირზე უშანსოდ წააგო - 1:6, 0:6.

ბოლო ტურნირებში ტატიშვილი ურიგოდ არ თამაშობს, ამიტომ არა გვგონია, ივანოვიჩს იოლი გასეირნება ელოდეს.

აშშ-ს ღია პირველობის ძირითადი ბადის მატჩები 26 აგვისტოდან დაიწყება. ივანოვიჩთან წარმატებით თამაშის შემთხვევაში ტატიშვილი ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს და რუმინელ ალექსანდრა დულგერუს შორის უძლიერესთან გაარკვევს
ურთიერთობას.

შარშან ტატიშვილმა ფრანგ ფორეც გაკონს, რუმინელ კირსტეას, ლუქსემბურგელ მინელას აჯობა და მერვედფინალში გასვლით რეიტინგი 280 ქულით გაიმდიდრა, ჩვენებურის წინსვლა ტურნირის მომავალმა ფინალისტმა ვიქტორია აზარენკამ შეაჩერა - 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული