სოფიო შაფათავას მეორე ადგილი და 34 ქულა სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე

AutoSharing Option
ოთხი მოგება და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა ასპარეზობა სანკტ-პეტერბურგში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) თბილისელმა სოფიო შაფათავამ, რომელიც შეჯიბრებაზე მეოთხე ნომრად იყო განთესილი.

ჩვენებურმა, როგორც გაუწყეთ, ზედიზედ აჯობა რუს ალექსანდრა არტამონოვას (6:34, 6:1), ნორვეგიელ ულრიკე ეიკერის (7:6, 7:5), ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ მარინა მელნიკოვას (6:4, 7:5), უკრაინელ სოფია კოვალეცს (6:7, 6:2, 6:2) და 25 აგვისტოს გადამწყვეტი პაექრობა ტურნირის მე-6 ნომერ პოლინა ვინოგრადოვასთან (რუსეთი) დათმო - 4:6, 6:7.

შაფათავა მეორე ადგილზე გავიდა და სარეიტინგო 34 ქულაც დაიმსახურა.

მსოფლიო კლასიფიკაციაში სოფიო 25 აგვისტომდე 179 ქულით 287-ე ადგილზე იყო. ნევისპირეთში მოპოვებული ქულები მას რამდენიმე საფეხურით წინ წასწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული