- ამერიკის ღია პირველობა ერთადერთი ტურნირია "ღია ერაში", რომელიც სამ სხვადასხვა საფარზე იმართებოდა. 1968-74 წლებში ბალახზე თამაშობდნენ, 1975-78 წლებში - გრუნტზე, 1979 წლიდან კი იქ ჰარდის საფარია დაგებული.
- სერენა უილიამსს ოთხჯერ აქვს მოგებული ამერიკის ღია პირველობა, თუმცა მას არასოდეს გაუმარჯვია ნიუ იორკში ზედიზედ ორჯერ. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.
- უმცროსმა უილიამსმა "დიდ სლემზე" თავისი პირველი ტიტული 14 წლის წინ, სწორედ "ფლეშინგ-მედოუს" კორტებზე მოიპოვა.
- WTA-ს
- წლევანდელ უიმბლდონზე ენდი მარეის ტრუმფამდე, ენდი როდიკი ბოლო ჩოგბურთელად რჩებოდა, ვისაც საშინაო "მეიჯორი" ჰქონდა მოგებული (ეს 2003 წელს მოხდა).
- წელს, ნიუ იორკში გამარჯვებით, ნოვაკ ჯოკოვიჩი "დიდ სლემის" სერიაში ტიტულების რაოდენობით დაეწევა შვედ მატს ვილანდერსა და ამერიკელ ჯონ მაკინროის, რომელთა აქტივში 7-7 ტრიუმფია.
- "ღია ერაში" ამერიკის ჩემპიონატზე 45 შემთხვევიდან მხოლოდ 14-ჯერ მოიგო ტურნირი პირველ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა. ჯოკოვიჩს პირველი ჩოგანის რანგში ორი ფინალი აქვს წაგებული ნიუ იორკში.
- ამ სეზონში ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამი ტიტული მოიგო, აქედან ორი ჰარდზე (ავსტრალიის ღია პირველობა და დუბაი). თუმცა 2013 წელს სერბის ბოლო გამარჯვება აპრილის თვით თარიღდება, როცა მან მონაკოს მასტერსზე იმარჯვა.
- რაფაელ ნადალს ამ სეზონში ჯერ არც ერთი წაგება არ აქვს ჰარდზე (15-0). მთლიანად მიმდინარე სეზონში ესპანელის მოგება/წაგების ბალანსია: 59-3 (94.7 პროცენტი), რაც საუკეთესო მაჩვენებელია ტურში. რაფაელმა წელს წააგო არგენტინელ ორასიო საბელიოსთან (ვინია-დელ-მარი), ჯოკოვიჩთან (მონტე-კარლო) და ბელგიელ სტივ დარცისთან (უიმბლდონი).
- იმ ჩოგბურთელებს შორის, რომლებთანაც რაფაელ ნადალს არ აქვს უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში, ATP-ის რეიტინგში ყველაზე მაღალი პოზიცია ხორვატ ივან დოდიგს უკავია (37-ე ნომერი). მასთან ნადალს ერთი მოგება და ერთი წაგება დაუგროვდა.
- ხოლო იმ ჩოგბურთელებს შორის, რომლებთანაც ნადალი ურთიერთშეხვედრებში აგებს, ყველაზე მაღალი რეიტინგი რუს ნიკოლაი დავიდენკოს აქვს (41-ე ნომერი). ამ ჩოგბურთელებმა 11 მატჩი ითამაშეს ერთმანეთში და რუსი წინ არის - 6:5. სხვათა შორის, ნადალს მესამე წრეში დოდიგთან ან დავიდენკოსთან შეხვედრის შანსი აქვს.
- როჯერ ფედერერს აქვს შანსი, გახდეს პირველი ჩოგბურთელი "ღია ერაში", რომელიც ექვსჯერ მოიგებს ამერიკის ღია პირველობას. ამჟამად ის პირველ ადგილს იყოფს ამერიკელებთან - ჯიმი კონორსთან და პიტ სამპრასთან.
- ამერიკის ღიაზე უფრო ხშირად ფედერერს მოუგია უიმბლდონი (7), ჰალე (6) და წლის შემაჯამებელი ტურნირი (6).
ფედერერი ნიუ იორკში მეშვიდე ნომრად არის განთესილი - ეს არის შვეიცარიელისთვის ყველაზე დაბალი განთესვა "დიდ სლემზე" 2002 წლის აშშ-ის ღიას შემდეგ, სადაც ის მე-13 ნომერი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"