ანა ტატიშვილის მარცხი და რეიტინგში დაქვეითება [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალებს გასულ კვირას დიდად არ შეუწუხებიათ თავი. ამიტომ მათი სარეიტინგო მაჩვენებლები WTA-ს კლასიფიკაციაში, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა: 115 (115). ანა ტატიშვილი (584 ქულა), 277 (277), ოქსანა კალაშნიკოვა (179), 278 (278). სოფიო შაფათავა (179), 434 (432). მაკა ჩახნაშვილი (83), 510 (523). ეკატერინე გორგოძე (58), 558 (561). სოფიო ქვაცაბაია (50).

27 აგვისტოს აშშ-ის ღია ჩემპიონატში (საპრიზო ფონდი 16.102.000 დოლარი) ჩაება ანა ტატიშვილი, რომელიც პირველსავე წრეში მე-13 ნომრად განთესილ ანა ივანოვიჩს (სერბეთი) დაუპირისპირდა.

თბილისელმა ჩოგბურთელმა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო ორი გეიმის მოგება
(2:6), მეორეში კი მშრალი ანგარიშით (0:6) დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ წაგებით ტატიშვილი შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე გამომუშავებულ 280 ქულას დაკარგავს და კლასიფიკაციაშიც საკმაოდ ჩამოქვეითდება.

ამერიკის ტურნირის წყვილთა პაექრობებში მოსინჯავს ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა.

* * *

სანკტ-პეტერბურგის შემდეგ ყაზანის 50-ათასიანი შეჯიბრების ძირითად ბადეში ჩაება თბილისელი სოფიო შაფათავა, თუმცა სახეირო ვერაფერი ნახა: ერთეულთა თანრიგში 27 აგვისტოს მე-5 ნომრად განთესილ უკრაინელ ლუდმილა კიჩენოკთან დამარცხდა - 3:6, 6:1, 1:6.

წყვილებში იულია კალაბინასთან (რუსეთი) ერთად გამოდიოდა, მაგრამ სტარტზე ალბინა ხაბიბულინას (უზბეკეთი) და ანასტასია ვასილიევას (უკრაინა) დუეტს დანებდა - 1:6, 3:6 და ყაზანს დაემშვიდობა.

* * *

იტალიურ ბაგნატიკაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მე-7 ნომრადაა განთესილი მარგალიტა ჩახნაშვილი.

27 აგვისტოს პირველ წრეში მან "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელს - ვერა პლონერს აჯობა - 6:2, 6:2 და მეორე წრეში კიდევ ერთ იტალიელს, თანამემამულე სვევა მაზაროს მძლეველ (6:1, 6:2) მარტა ბერტოლაზოს გაუწევს მეტოქეობას.

* * *

ანტალიაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ცდის ძალებს მარიამ ბოლქვაძე. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ორი რუსი დაიფრინა - იულია ბრიზგალოვა (6:4, 6:0) და ვიქტორია სლავინა (6:1, 6:0), რის შემდეგაც ძირითად ბადეში მოხვდა, მაგრამ იქ მეორე ნომრად განთესილ ესპანელ ნურია პარიზას-დიასს ვეღარ გაუმკლავდა - 1:6, 3:6.

წყვილებში მარიამი იულია ბრიგალოვასთან ერთად ჯესიკა სიმპსონისა (დიდი ბრიტანეთი) და იუჯუნ ჟანის (ჩინეთი) დუეტს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული