სოფიო შაფათავამ მოსკოვის ტურნირზე მეორე სიმაღლეც დაძლია

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მონაწილეობს და ზედიზედ ორ მეტოქეს სძლია.

ჯერ, როგორც უკვე გაუწყეთ, ჩინელი იი იანი დაამარცხა (6:2, 6:3), 4 სექტემბერს კი მსგავსი ანგარიშით უკრაინელ განა როზნიხირენკოს დააყრევინა ფარ-ხმალი.

მეოთხედფინალში თბილისელი სპორტსმენი მასპინძელ ალიონა ტარასოვასთან (ამ უკანასკნელმა მე-6 ნომრად განთესილ თანამემამულე მარინა მელნიკოვას აჯობა - 7:6, 4:6, 6:0) გაარკვევს ურთიერთობას.

შეგახსენებთ, რომ შაფათავა მეორე ნომრადაა განთესილი. ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ნუდნიდა ლუანგნამი (ტაილანდი) უკრაინელმა ოლგა იანჩუკმა ჩამოიშორა გზიდან. მეოთხედფინალში უკრაინელი რუს ევგენია როდინას შეხვდება.

შაფათავა წყვილებში იულია კალიაბინასთან (რუსეთი) ერთად ტურნირის მეოთხე ნომერია და პირველ წრეში ამინატ კუშხოვას (რუსეთი) და განა როზიხირენკოს (უკრაინა) დუეტს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული