სოფიო შაფათავა მოსკოვის ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
მოსკოვში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით ასპარეზობს თბილისელი სოფიო შაფათავა.

პირველ ორ წრეში იი იანისა (ჩინეთი) და განა პოზნიხირენკოს (უკრაინა) ძლევის შემდეგ 6 სექტემბერს მეოთხედფინალში რუსი ალიონა ტარასოვა ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3.

ქართველი ჩოგბურთელი მე-2 ნომრადაა განთესილი. ნახევარფინალში მე-4 ნომერ ანასტასია ვასილიევას (უკრაინა) შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ევგენია როდინა (რუსეთი) და მარგარიტა გასპარიანი (რუსეთი) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

წყვილთა პაექრობაში მე-4 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა და იულია კალაბინა (რუსეთი) ამინათ კუშხოვას (რუსეთი) და განა
პოზნიხირენკოს (უკრაინა) დუეტთან პირველ სეტში 0:3 აგებდნენ, კალაბინამ ტრავმა რომ მიიღო და პაექრობა ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული