ანა ტატიშვილი მსოფლიო რეიტინგში 79 საფეხურით დაქვეითდა

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის სტარტზევე მარცხმა დიდი დაღი დაასვა ანა ტატიშვილის სარეიტინგო მდგომარეობას - 9 სექტემბრისთვის იგი 79 საფეხურით ჩამოქვეითდა და დღეს 194-ეა.

დანარჩენი ჩვენი ჩოგბურთელებიდან გასული ორი კვირის შედეგებით სოფიო შაფათავამ 26 ნაბიჯი წადგა წინ, ოქსანა კალაშნიკოვამ - მხოლოდ ორი:

194 (115). ანა ტატიშვილი (309 ქულა), 252 (278). სოფიო შაფათავა (212), 275 (277). ოქსანა კალაშნიკოვა (179), 434 (432). მარგალიტა ჩახნაშვილი (85), 581 (523). ეკატერინე გორგოძე (46), 606 (561). სოფიო ქვაცაბაია (43).

წყვილებში: 51 (53). ოქსანა კალაშნიკოვა (1675), 103 (102). ანა
ტატიშვილი (850), 239 (232). სოფიო შაფათავა (272), 598 (537). ეკატერინე გორგოძე (59), 601 (541). სოფიო ქვაცაბაია (58)7 946 (946). მარგალიტა ჩახნაშვილი (17).

ქართველ ჩოგბურთელთაგან ამ კვირას ანა ტატიშვილი კვებეკის (კანადა) საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ჩაებმება. პირველ წრეში მისი მეტოქეა რეიტინგით 41-ე ნომერი ჩეხი ლუსი შაფარჟოვა, რომელიც კვებეკში მე-3 ნომრადაა განთესილი. წარმატების შემთხვევაში მირიანა ლუჩიჩ-ბარონისა (ხორვატია) და შერონ ფიშმანის (კანადა) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ლუჩიჩ-ბარონისთან მას უფრო ადრეც მოუწევს დაპირისპირება - წყვილებში: ირინა ფალკონისთან (აშშ) შეამხანაგებული ქართველი სტარტზე კატალინა კასტანოს (კოლუმბია) და ლუჩიჩ-ბარონის ტანდემის ჩამოშორებას ეცდება.

ტრაბზონის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50. 000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპში ოთხი ქართველი ცდიდა ძალებს.

სოფიო ქვაცაბაია შახლა საიდოვასთან (რუსეთი) დამარცხდა - 2:6, 3:6. მარიამ ბოლქვაძემ პირველ წრეში თანამემამულე თამარ ჭალაგანიძეს კი სძლია - 6:2, 6:1, მაგრამ მე-2-ში მილი ვეიბლი-სმიტს (დიდი ბრიტანეთი) ვერ გასცდა - 0:6, 0:6.

წარმატებით ითამაშა ეკატერინე გორგოძემ - ჯერ ანია პრისლანის (სლოვენია) აჯობა - 7:5, 6:4, მერე ანი ამირაგიანი (სომხეთი) დაჯაბნა - 6:2, 6:1 და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც იულია ბეიგლეზიმერს (უკრაინა) დაუპირისპირდება.

ოქსანა კალაშნიკოვა ბასაკ ერაიდინთან (თურქეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

ტრაბზონში ჩვენებურები წყვილებშიც მოსინჯავენ ძალებს: ოქსანა კლაშნიკოვა ალექსანდრა კრუნიჩთან (სერბეთი) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი და ტურნირის მოგებას შეეცდება, რომ აქ აღებული ქულებით მსოფლიო რეიტინგის 50 საუკეთესოში შეაღწიოს.

სტარტზე მას "უაილდ ქარდით" მიწვეული თურქთა დუეტი (იაქმერ აკდემირი, ქემრე ანილი) გაუწევს წინააღმდეგობას.

ეკატერინე გორგოძისა და სოფიო ქვაცაბაიას ტანდემმა 9 სექტემბერს ტურნირის მე-4 ნომრებთან - მაგდა ლინეტესა (პოლონეთი) და პემრა ოზგენთან (თურქეთი) წააგო - 5:7, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული