ამერიკის ღია პირველობა რაფაელ ნადალმა მოიგო

AutoSharing Option
"დიდი სლემის" წლის ბოლო ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მოიგო.

ფინალში 27 წლის ნადალმა მსოფლიოს პირველ ჩოგან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო - 6:2, 3:6, 6:4, 6:1.

ეს მისი მეორე ტიტულია ამერიკის ღია პირველობაზე. სხვათა შორის, არტრუ ეშის კორტზე ნადალმა და ჯოკოვიჩმა 54-დარტყმიანი გათამაშება ანახეს 23 ათას მაყურებელს, რომელიც ტურნირზე ყველაზე ხანგრძლივ გათამაშებას 20 დარტყმით სჯობს.

რაფაელ ნადალს "დიდი სლემის" 13 ტიტული დაუგროვდა. ერთიც და ის პიტ სამპრასს დაეწევა. ამ სიას კი როჯერ ფედერერი ლიდერობს 17 ტიტულით.

შეგახსენებთ,
რომ ქალთა შორის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული სერენა უილიამსი გახდა.

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: საუკეთესოების ფინალი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ რაფაააა! - არ მეგონა ფსიქოლოგიურად თუ გაუძლებდი!
brola
23:03 10-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული