ანა ტატიშვილი კვებეკის ტურნირის ერთეულთა თანრიგში დამარცხდა

AutoSharing Option
კანადურ კვებეკში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) მონაწილეობს თბილისელი ანა ტატიშვილი.

თავიდან მან წყვილებში აიღო სტარტი და წარმატებითაც - ამერიკელ ირინა ფალკონისთან ერთად ორ სეტში სძლია მე-4 ნომრად განთესილ კატალინა კასტანოს (კოლუმბია) და მირიანა ლუჩიჩბარონის (ხორვატია) დუეტს - 7:6, 6:4.

ერთეულებში ტატიშვილი 10 სექტემბერს ლუსი საფაროვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა: 3:6, 2:6.

წარმატებული სტარტი აიღო ოქსანა კალაშნიკოვამ ტრაბზონში (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი). ერთეულებში მან 10 სექტემბერს ბააკ ერეიდინი (თურქეთი)
დაამარცხა - 6:3, 4:6, 6:0 და მეორე წრეში პემრა ოზგენის (თურქეთი) მძლეველ (6:4, 4:6, 6:2) გერმანელს, ტურნირის რეიტინგფავორიტ დინა ფჰიზენმაიერს შეხვდება.

წყვილებში კალაშნიკოვა ალექსანდრა კრუნიჩთან (სერბეთი) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი და მე-2 წრეში უბრძოლველად გავიდა, რადგან თურქები იაქმურ აკდემირი და კემრე ანილი არ გამოუცხადდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული