12 სექტემბერს, გვიან, კვებეკში (კანადა) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ანა ტატიშვილმა ამერიკელ ირინა ფალკონისთან ერთად მეოთხედფინალურ პაექრობაში ასია მუჰამადისა და ელი ვილის (ორივე - აშშ) ტანდემს იოლად სძლია - 6:1, 6:1 და ნახევარფინალში გავიდა.
ტურნირის ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი ჩეხების - ჰლავაჩკოვა-ჰრადეჩკასა და პაშეკ (ავსტრია)-ტომლიანოვიჩის (ხორვატია) დუეტებს შორის უძლიერესს დაელოდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"