ოქსანა კალაშნიკოვა ტრაბზონის ტურნირის წყვილ­თა ფი­ნალ­შია

AutoSharing Option
თბი­ლი­სე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ოქ­სა­ნა კა­ლაშ­ნი­კო­ვა 12 სექტემბრამდე წარ­მა­ტე­ბით იბ­რ­ძო­და ორ ფრონ­ტ­ზე ტრაბ­ზო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში (საპ­რი­ზო ფონ­დი 50.000 დო­ლა­რი).

აი, 12-ში კი ერ­თე­ულ­თა თან­რიგ­ში მი­სი წინ­ს­ვ­ლა შე­ა­ჩე­რეს - 19 წლის ანა-ლე­ნა ფრი­ედ­სამ­მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში 175-ეა, კა­ლაშ­ნი­კო­ვას ორ სეტ­ში იოლად აჯო­ბა - 6:3, 6:1.

მე­ოთხედ­ფი­ნა­ლის და­ნარ­ჩე­ნი სა­მი შეხ­ვედ­რა ასე დამ­თავ­რ­და: და­ლი­ლა იაკუ­პო­ვი­ჩი (სლო­ვე­ნია) - ან-სო­ფი მეს­ტა­ჩი (ბელ­გია, მე-6 ნო­მე­რი) 6:4, 7:6, ალექ­სან­დ­რა კრუ­ნი­ჩი (სერ­ბე­თი, 5) - ეკა­ტე­რი­ნა ბიჩ­კო­ვა (რუ­სე­თი, 3) 2:6, 6:2, 6:1, იულია ბე­ი­გელ­ზი­მე­რი (უკ­რა­ი­ნა) - ან­დ­რეა მი­ტუ (რუ­მი­ნე­თი) 7:6, 4:6,
6:3.

ამ­დე­ნად, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ფრი­ედ­სა­მი-იაკუ­პო­ვი­ჩი, კრუ­ნი­ჩი-ბე­ი­გელ­ზი­მე­რი ითა­მა­შე­ბენ.

კა­ლაშ­ნი­კო­ვამ სერბ ალექ­სან­დ­რა კრუ­ნიჩ­თან ერ­თად წყვი­ლებ­ში უკეთ ითა­მა­შა. ისი­ნი ტურნი­რის რე­ი­ტინგ­ფა­ვო­რი­ტე­ბი არი­ან. მაგ­და ლი­ნე­ტეს (პო­ლო­ნე­თი) და პემ­რა ოზ­გე­ნის (თურ­ქე­თი) დუ­ეტ­თან ქარ­თულ-სერ­ბულ ტან­დემს ძა­ლე­ბის და­ძაბ­ვა არ დას­ჭირ­ვე­ბია - ორ სეტ­ში ერ­თ­ნა­ი­რი ან­გა­რი­შით - 6:1, 6:1 გა­ი­მარ­ჯ­ვა და ფი­ნალ­ში გა­ვი­და, სა­დაც მე-2 ნომ­რად გან­თე­სი­ლი სტე­ფა­ნი ფო­რე-გა­კო­ნი­სა (საფ­რან­გე­თი) და ემი­ლი ვე­იბ­ლი-სმი­ტის (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი) მძლე­ველ (6:3, 6:3) ანი ამი­რა­გი­ან­სა (სომ­ხე­თი) და და­ლი­ლა იაკუ­პო­ვიჩს (სლო­ვე­ნია) და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული