აი, 12-ში კი ერთეულთა თანრიგში მისი წინსვლა შეაჩერეს - 19 წლის ანა-ლენა ფრიედსამმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 175-ეა, კალაშნიკოვას ორ სეტში იოლად აჯობა - 6:3, 6:1.
მეოთხედფინალის დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დამთავრდა: დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) - ან-სოფი მესტაჩი (ბელგია, მე-6 ნომერი) 6:4, 7:6, ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი, 5) - ეკატერინა ბიჩკოვა (რუსეთი, 3) 2:6, 6:2, 6:1, იულია ბეიგელზიმერი (უკრაინა) - ანდრეა მიტუ (რუმინეთი) 7:6, 4:6,
ამდენად, ნახევარფინალში ფრიედსამი-იაკუპოვიჩი, კრუნიჩი-ბეიგელზიმერი ითამაშებენ.
კალაშნიკოვამ სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად წყვილებში უკეთ ითამაშა. ისინი ტურნირის რეიტინგფავორიტები არიან. მაგდა ლინეტეს (პოლონეთი) და პემრა ოზგენის (თურქეთი) დუეტთან ქართულ-სერბულ ტანდემს ძალების დაძაბვა არ დასჭირვებია - ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით - 6:1, 6:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მე-2 ნომრად განთესილი სტეფანი ფორე-გაკონისა (საფრანგეთი) და ემილი ვეიბლი-სმიტის (დიდი ბრიტანეთი) მძლეველ (6:3, 6:3) ანი ამირაგიანსა (სომხეთი) და დალილა იაკუპოვიჩს (სლოვენია) დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"