ოქსანა კალაშნიკოვამ ტრაბზონის თასი წყვილთა თანრიგში მოიგო

AutoSharing Option
23 წლის თბილისელმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ "ტრაბზონის თასი" მოიგო წყვილთა თანრიგში, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარია.

კალაშნიკოვა 20 წლის სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი.

ფინალში კალაშნიკოვამ და კრუნიჩმა სლოვენიელი დალილა იაკუპოვიჩისა და სომეხი ანი ამირაღიანის დუეტს მოუგეს - 6:2, 6:1.

ერთეულთა თანრიგში კალაშნიკოვა მეოთხედფინალში გერმანელ ანა-ლენა ფრიდსამთან დამარცხდა - 3:6, 1:6.

ჩვენებურმა წყვილებში მოგებით რეიტინგში საუკეთესო 50-ეულში შესვლა გაინაღდა.

კალაშნიკოვა წყვილებში კარგი თამაშით არის ცნობილი - მან 30 ტიტულიდან 24 წყვილებში მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
ოქსანა
კალაშნიკოვა ტრაბზონის ტურნირის წყვილ­თა ფი­ნალ­შია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული