ბათუმის საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში ოთხი ქართველი ითამაშებს

AutoSharing Option
ბათუმში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) 16 სექტემბერს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართა.

ქართველთაგან იქიდან ძირითად ბადეში ვერავინ მოხვდა. ამის მიუხედავად, ოთხი ჩვენიანი მაინც ითამაშებს მთავარი პრიზისთვის.

ესენი არიან: მე-6 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა, "უალდ ქარდით" მიწვეულები - მარგალიტა ჩახნაშვილი, სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე.

პირველ წრეში ბოლო სამეულის მეტოქეები იქნებიან, შესაბამისად: ანა ცაია (გერმანია), ილონა კრემენი (უკრაინა, 5) და მარგალიტა ლაზარევა (რუსეთი).

ასპარეზობის რეიტინგფავორიტია ალექსანდრა პანოვა (რუსეთი), მეორე ნომრად კი უკრაინელი კატერინა კოზლოვაა განთესილი.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული