შაფათავა 18-ში მეორედაც გავიდა კორტზე - ამჯერად წყვილებში ეკატერინე გორგოძესთან ერთად. ისინი თანამემამულეებს - მარგალიტა ჩახნაშვილსა და სოფიო ქვაცაბაიას დაუპირისპირდნენ.
დაძაბული პაექრობა არც აქ ყოფილა - შაფათავა-გორგოძის დუეტმა ადვილად ჩამოიშორა გზიდან მეტოქე - 6:2, 6:2.
წყვილებში დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ალიონა ფომინა (უკრაინა), ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) - ილონა კრემენი,
ნახევარფინალში გორგოძე და შაფათავა მე-2 ნომერ ივახნენკო-კოზლოვას ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ფომინა, შაკოვეცი და ეგუჩი ომაე ითამაშებენ.
რაც შეეხება ერთეულებს, იქ ოთხი ჩვენებური ჩაება და, როგორც გაუწყეთ, მხოლოდ შაფათავა შემორჩა კორტებს. მეოთხედფინალში მას მეტოქეობას გაუწევს დოროთეა ერიჩის (სერბეთი) მძლეველი (7:6, 7:5) ირინა ხრომაჩევა (რუსეთი), რომელიც ტურნირზე მესამე ნომერია.
18 სექტემბერს მეორე წრის 8 შეხვედრა გაიმართა. ორი ორთაბრძოლის შედეგზე უკვე მოგახსენეთ. დანარჩენი ექვსი პაექრობა ასე დასრულდა: ალექსანდრა პანოვა (რუსეთი, 1) - ბასაკ ერაიდინი (თურქეთი) 6:3, 6:1, დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) - მარინა შამაიკო (რუსეთი) 6:3, 5:7, 6:2, ალიაქსანდრა სასნოვიჩი (ბელორუსი, 8) - სვიატლანა პირაჟენკა (ბელორუსი) 6:2, 6:3, ვალენტინა ივახნენკო (უკრაინა, 4) - განა პოზნიხირენკო (უკრაინა) 7:5, 6:1 ილონა კრემენი (ბელორუსი) - მარგარიტა ლაზარევა (რუსეთი) 4:6, 6:2, 6:2, კატერინა კოზლოვა (უკრაინა, 2) - ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) 6:4, 2:6, 6:3.
მეოთხედფინალში ითამაშებენ: პანოვა-იაკუპოვიჩი, ხრომაჩევა-შაფათავა, სასნოვიჩი-ივახნენკო, კრემენი-კოზლოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"