ანა ტატიშვილმა ალბუკერკის ტურნირის სტარტზევე მეოთხე ნომრად განთესილს აჯობა

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ქალთა მსოფლიო კლასიფიკაციაში თბილისელი ანა ტატიშვილი 227-ეა, ხოლო ამერიკელი მარია სანჩესი - 115-ე. ამიტომაც ოკეანისგაღმელი ალბუკერკის (აშშ) ქალთა 75.000-იან საერთაშორისო ტურნირში მე-4 ნომრად იყო განთესილი.

იყოო, იმიტომ ვამბობთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 18 სექტემბერს იგი ასპარეზობის სტარტზევე ჩამოიშორა გზიდან.

პირველი სეტი ჩვენებურმა 6:4 მოიგო, მეორე ხელი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - ხან ანა იყო წინ, ხან - მარია. ტაი-ბრეიკებზე ტატიშვილმა იყოჩაღა და 7:2 სძლია მეტოქეს, რითაც მე-2 წრეში გავიდა, სადაც ტამირა პაშეკსა (ავსტრია) და ოლივია როგოვსკას (ავსტრალია) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული