იყოო, იმიტომ ვამბობთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 18 სექტემბერს იგი ასპარეზობის სტარტზევე ჩამოიშორა გზიდან.
პირველი სეტი ჩვენებურმა 6:4 მოიგო, მეორე ხელი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - ხან ანა იყო წინ, ხან - მარია. ტაი-ბრეიკებზე ტატიშვილმა იყოჩაღა და 7:2 სძლია მეტოქეს, რითაც მე-2 წრეში გავიდა, სადაც ტამირა პაშეკსა (ავსტრია) და ოლივია როგოვსკას (ავსტრალია) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.