სოფიო შაფათავა ბათუმის ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა წარმატებით განაგრძობს წინსვლას ბათუმის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგში.

მე-6 ნომრად განთესილმა ჩვენიანმა გერმანელების - ქრისტინა შაკოვეცისა და ანა ცაიას ძლევის შემდეგ 19 სექტემბერს მე-3 ნომერ რუსს - ირინა ხრომაჩევას დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 6:3 და ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა პანოვას (რუსეთი) დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა სლოვენიელი დალილა იაკუპოვიჩი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.

მეორე ნახევარფინალში ალიაქსანდრა სასნოვიჩი (ბელორუსი, 8) და კატერინა კოზლოვა (უკრაინა, 2) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. ბელორუსმა მეოთხედფინალში უკრაინელი ვალენტინა ივახნენკოს
(4) წინააღმდეგობა დაძლია - 3:6, 7:6, 6:4, ხოლო უკრაინელს, პირიქით, ბელორუსი ილონა კრემენი (54) დანებდა - 4:6, 2:6.

წყვილებში ნახევარფინალური პაექრობები გაიმართა: ალიონა ფომინა (უკრაინა), ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) - მისა ეგუჩი, აკიკო ომაე (იაპონია, 3) 7:5, 6:4, ვალენტინა ივახნენკო, კატერინა კოზლოვა (უკრაინა, 2) - სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე (საქართველო) 7:5, 4:6, 10:8.

ფინალში ითამაშებენ ფომინა შაკოვეცი - ივახნენკო, კოზლოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული