ანა ტატიშვილი ალბუკერკის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
19 სექტემბერს ალბუკერკის (აშშ) კორტებზე ორჯერ შევიდა ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი და ორჯერვე თავაწეულმა დატოვა იქაურობა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური 75.000-იან ქალთა საერთაშორისო ტურნირზე წყვილებში მასპინძელ ირინა ფალკონისთანაა შეამხანაგებული და ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. პირველ წრეში ამ დუეტმა ამერიკელებს - ჩიე-იუ ჰსუს და ნიკოლე მელიჩარს სძლია 7:5, 7:6 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მარია-ფერნანდა ალვეშსა (ბრაზილია) და ლენკა ვიენეროვას (სლოვაკეთი) გამოცდის.

ბრაზილიურ-სლოვაკურმა ტანდემმა შეჯიბრების სტარტზე ტამირა პაშეკსა (ავსტრია) და ალისონ რისკეს (აშშ) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 2:6, 10:4.

19 სექტემბერს, გვიან, ტატიშვილი, რომელმაც ერთეულთა
თანრიგის პირველ წრეში მარია სანჩესს (აშშ) აჯობა, პაშეკს დაუპირისპირდა.

თავიდან ავსტრიელი დაწინაურდა - 4:1, მაგრამ ჩვენებურმა მოახერხა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, მერე მეტოქეებმა თითო გეიმი გაცვალეს, საბოლოოდ კი სეტი ტატიშვილის გამარჯვებით დამთავრდა - 7:5.

მეორე ხელის საწყის ორ გეიმში ფორტუნა ისევ პაშეკის მხარეს იყო, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა აქაც მალევე შეძლო მობილიზება და ზედიზედ 6 გეიმში გააწბილა მოწინააღმდეგე - 6:2.

მეოთხედფინალში ანა შტეფანი დუბროიჩის (კანადა) მძლეველ (6:4, 6:2) კრისტინა ბაროიშს (გერმანია) შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული