სოფიო შაფათავა ბათუმის ტურნირს ტრავმის გამო გამოაკლდა

AutoSharing Option
ბათუმში დასასრულს მიუახლოვდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი).

20 სექტემბერს ერთეულთა თანრიგში ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. თბილისელი სოფიო შაფათავა, რომელიც მე-6 ნომრად იყო განთესილი, ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა პანოვას (რუსეთი) დაუპირისპირდა.

პირველ სეტში ტაიბრეიკებით შაფათავამ იმარჯვა - 7:5, მეორე ხელი პანოვამ მოიგო - 6:3. მესამეში ქართველ ჩოგბურთელს, რომელიც 0:1-ს აგებდა, ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და ორთაბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ფინალში პანოვა გავიდა, სადაც ტურნირის მეორე ნომერს - უკრაინელ კატერინა კოზლოვას შეხვდება. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ალიაქსანდრა სასნოვიჩს (ბელარუსი) აჯობა -
2:6, 6:1, 6:2.

წყვილთა გადამწყვეტ პაექრობაში ვალენტინა ივახნენკოს და კატერინა კოზლოვას (უკრაინა) დუეტმა იოლად დაჯაბნა ალიონა ფომინას (უკრაინა) და ქრისტინა შაკოვეცის (გერმანია) ტანდემი - 6:0, 6:4.

ბათუმის ტურნირის მონაწილეთა უმრავლესობა თელავში გადაინაცვლებს. სადაც 21 სექტემბერს ქალთა 50.000-იანი საერთაშორისო შეჯიბრების საკვალიფიკაციო შეხვედრები დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული