ერთეულთა თანრიგში მან ზედიზედ სძლია მე-4 ნომრად განთესილ მარია სანჩესს (აშ), ტამირა პაშეკს (ავსტრია) და კოკო ვანდევეგეს (აშშ).
ყველაზე ძნელი მეტოქე შაბათს შეხვდა ნახევარფინალში. ამერიკელმა ალისონ რისკემ, როგორც ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა, ასევე წარმატებით განვლო სამი რაუნდი.
ნახევარფინალური პაექრობის პირველ სეტში მან იოლად სძლია ტატიშვილს - 6:3, მეორეშიც 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა შეძლო ძალების მობილიზება, შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და სეტის 7:5 მოგება. მესამე ხელიც დრამატულად წარიმართა. თავიდან
22 სექტემბერს ფინალში ტატიშვილს ტურნირის მე-8 ნომერი შელბი როჯერსი (აშშ) დაუპირისპირდა. ჩვენიანმა ამჯერად ვერ იყოჩაღა - ორივე სეტი წააგო, შესაბამისად, 2:6, 3:6 და მეორე ადგილს დასჯერდა.
ქართველი ჩოგბურთელი ალბუკერკში წყვილთა შორისაც ცდიდა ძალებს ამერიკელ ირინა ფალკონისთან ერთად და პირველ ნომრადაც იყო განთესილი.
მართალია, ქართულ-ამერიკულმა დუეტმა ნახევარფინალს უწია, მაგრამ იქ მისი წინსვლა მელანი ოუდინისა და ტეილორ თოუსენდის (აშშ) ტანდემმა შეაჩერა - 4:6, 6:2, 11:9.
ეტყობა, რისკესთან შელეული ძალების აღდგენა ტატიშვილმა წყვილთა პაექრობისთვის ვერ მოასწრო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"