როგორც გაუწყეთ, სამი მათგანი პირველსავე წრეში გამოეთიშა შეჯიბრებას, სოფიო შაფათავამ კი სამ მეტოქეს სძლია და ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა პანოვასთან (რუსეთი), როცა ორი სეტის შემდეგ ანგარიში იყო 1:1, მესამე ხელის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ შეძლო.
პანოვამ გადამწყვეტ პაექრობაში მე-2 ნომრად განთესილ კატერინა კოზლოვას (უკრაინა) აჯობა - 6:4, 0:6, 7:5 და მთავარი პრიზი მოიპოვა.
წყვილთა ფინალში უკრაინელების - ვალენტინა ივახნენკოს და კატარინა კოზლოვას დუეტმა
ბათუმური პაექრობების მონაწილეთა უმრავლესობამ თელავის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) გადაინაცვლა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ჩვენებურს ჰქონდა ძირითად ბადეში მოხვედრის შანსი. 22 სექტემბერს ანა ჯიქიამ ანა ქადაგიძე დაამარცხა - 6:3, 6:1 და მეორე წრეში სლოვენიელ ნასტია კოლარის დაუპირისპირდება.
თინათინ ყავლაშვილმა მარიამ ბაიათიანს (სომხეთი) აჯობა - 6:0, 6:1, რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურმა მარგალიტა ჭიჭაშვილს მოუგო - 6:2, 6:1.
საკვალიფიკაციოს პირველ წრეში ბაბილინა მაჩაიძე ანია პრისლანს (სლოვენია) შეხვდება, ესთერ სარქისიანი (საქართველო) - ჟასმინ შტეიხერს, ლანა როსტიაშვილი - კლეოპატრა ქარუმაშვილს, მარიამ ღოღელაშვილი - შორენა ტატელიშვილს.
ძირითად ბადეში ქართველთაგან სოფიო შაფათავა და მარგალიტა ჩახნაშვილი ითამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"