ასპარეზობის სტარტზე მარიამ ღოღელაშვილმა შორენა თათელიშვილი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:4, მაგრამ შემდეგ თავადაც წააგო ბელორუს სვიატლანა პირაჟენკასთან - 1:6, 3:6.
მარგალიტა ჭიჭაშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურთან დათმო პაექრობა - 2:6, 1:6, თინათინ ყავლაშვილმა, როგორც გაუწყეთ, პირველი წრე წარმატებით განვლო, მაგრამ მეორეში ალონა ფომინას (უკრაინა) დანებდა - 6:3, 3:6, 1:6.
ძირითად ბადეში ექვსი ქართველი ჩოგბურთელია დაშვებული. პირველ წრეში ისინი მეტოქეებს ასე დაუწყვილდნენ: მარიამ ბოლქვაძე - მასა ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია), სოფიო ქვაცაბაია - ოლგა იანჩუკი (უკრაინა), სოფიო შაფათავა - კატარზინა კავა (პოლონეთი), ეკატერინე გორგოძე - მისა ეგუჩი (იაპონია), თამარ ჭალაგანიძე - ირინა ხრომაჩევა (რუსეთი), მარგალიტა ჩახნაშვილი - ალექსანდრა პანოვა (რუსეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"