თელავის ტურნირის ძირითადი ბადის ქართული ექვსეული ცნობილია

AutoSharing Option
საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ჩვენებური ჩაება. მათგან ძირითად ბადეში გაღწევის შანსი მხოლოდ ლანა როსტიაშვილს შერჩა. პირველ წრეში მან კლეოპატრა ქარუმაშვილს აჯობა (4:6, 6:3, 6:4), მეორეში კი ეკატერინა იაშინას (რუსეთი) შეხვდება.

ასპარეზობის სტარტზე მარიამ ღოღელაშვილმა შორენა თათელიშვილი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:4, მაგრამ შემდეგ თავადაც წააგო ბელორუს სვიატლანა პირაჟენკასთან - 1:6, 3:6.

მარგალიტა ჭიჭაშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურთან დათმო პაექრობა - 2:6, 1:6, თინათინ ყავლაშვილმა, როგორც გაუწყეთ, პირველი წრე წარმატებით განვლო, მაგრამ მეორეში ალონა ფომინას (უკრაინა) დანებდა - 6:3, 3:6, 1:6.

ანა ჯიქია ნასტია კოლართან (სლოვენია) დამარცხდა - 1:6, 0:6, ესთერ სარქისიანს (საქართველო) იასმინ შტაინჰერმა აჯობა - 6:3:, 6:1, ხოლო ბაბილინა მაჩაიძეს - ანია პრისლანმა (სლოვენია) - 6:0, 6:3.

ძირითად ბადეში ექვსი ქართველი ჩოგბურთელია დაშვებული. პირველ წრეში ისინი მეტოქეებს ასე დაუწყვილდნენ: მარიამ ბოლქვაძე - მასა ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია), სოფიო ქვაცაბაია - ოლგა იანჩუკი (უკრაინა), სოფიო შაფათავა - კატარზინა კავა (პოლონეთი), ეკატერინე გორგოძე - მისა ეგუჩი (იაპონია), თამარ ჭალაგანიძე - ირინა ხრომაჩევა (რუსეთი), მარგალიტა ჩახნაშვილი - ალექსანდრა პანოვა (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული