ოქსანა კალაშნიკოვას ჩინურ ტურნირზე მთავარ პრიზამდე ნაბიჯიღა დარჩა

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას წყვილებში.

ამჟამად იგი უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად ჩინურ ნინგბოში იმყოფება და იქაურ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) მონაწილეობს.

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ოქსანა და ირინა 26 სექტემბერს ნახევარფინალში ჰინიუნ ჰანსა (ჩინეთი) და მიკი მიიამურას (იაპონია) დაუპირისპირდნენ.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა პირველი სეტი მხოლოდ ტაი-ბრეიკებით მოიგო 7:6, მეორეში კი 6:4 გაიმარჯვა და მთავარი პრიზისთვის გადამწყვეტ პაექრობაში იუნგ-იან ჩანისა (ტაილანდი) და შუაი ჟანის (ჩინეთი) ტანდემთან (ნახევარფინალში მათ მე-3 ნომრად განთესილი ირინა-კამელია ბეგუ (რუმინეთი) და ჟანეტ ჰუსაროვა
(სლოვაკეთი) არ გამოუცხადდნენ) გაარკვევს ურთიერთობას. ფინალში გასვლით კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა 117 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული