ანა ტატიშვილი ლას ვეგასის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი წარმატებით ასპარეზობს ერთეულთა შორის ლას ვეგასის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი), სადაც ნახევარფინალში გააღწია.

მეოთხედფინალში ტატიშვილი საკვალიფიკაციოდან აღზევებულ ელი კიკს (აშშ) დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრის პირველი სეტი კი დათმო, თუმცა, საბოლოოდ 5:7, 6:0, 6:0 იმარჯვა.

ნახევარფინალში ანას მეტოქე კიდევ ერთი ამერიკელი კოკო ვანდევეიგე იქნება

მანამდე ანამ სტარტზე ამერიკელ კრაუფორდს სძლია, მეორე წრეში კი მე-4 ნომრად განთესილი მარია სანჩესი (აშშ) ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 2:6, 6:3.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი ერთეულებში რეიტინგფავორიტ აილია ტომლიანოვიჩთან (ხორვატია) იყო
შეამხანაგებული და პირველი ბარიერი იოლად გადალახა, მაგრამ 27 სექტემბერს მეორეში სამანტა კრაუფორდისა და საჩია ვიკერის (ორივე-აშშ) დუეტთან დამარცხდა - 4:7, 6:4, 5:10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული