ანა ტატიშვილი ლას ვეგასის ტურნირს დაემშვიდობა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ლას ვეგასის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) სამ მეტოქეს სძლია (ორზე უკვე გაუწყეთ).

მეოთხედფინალში ამერიკელი ელი კიკი ჩამოიშორა გზიდან - 5:7, 6:0, 6:0, ნახევარფინალური ბარიერი კი ჩვენებურისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა - მეექვსე ნომრად განთესილ კოკო ვანდევეგესთან (აშშ) 1:6, 3:6 დამარცხდა და ლასვეგასურ ტურნირს 32 სარეიტინგო ქულით დაემშვიდობა.

* * *

თელავში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგის ფინალს რუსები შემორჩნენ. 29 სექტემბერს, გადამწყვეტ პაექრობაში მე-7 ნომრად განთესილმა ალექსანდრა პანოვამ ვიქტორია
კანს ორ სეტში აჯობა 7:5, 6:1 და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.

წყვილებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ მარია-ელენა კამერინი (იტალია) და ანია პრისლანი (სლოვენია), რომლებმაც ფინალში ანა ცაიას (გერმანია) და მაშა ზეკ-პესკირიჩის (სლოვენია) დუეტს მოუგეს - 7:5, 6:2.

* * *

პეკინში დაიწყო ჩოგბურთელთა ჩინეთის ღია პირველობა (საპრიზო ფონდი 5.185.625) დოლარი), რომლის წყვილთა პაექრობაში ძალებს მოსინჯავს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ჟანეტ ჰუსაროვასთან (სლოვაკეთი) ერთად სტარტზე ვერა დუშევინას (რუსეთი) და სანტოია პარა არანჩას (ესპანეთი) დუეტს დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში მე-4 ნომრად განთესილ ელენა იანკოვიჩისა (სერბეთი) და კატარინა სრებოტნიკის (სლოვენია) ტანდემს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული