უფრო ადრე, ამ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს წყვილების რეიტინგის ლიდერებმა - იტალიელებმა სარა ერანიმ და რობერტა ვინჩის. ახლა კი მათ სამი დუეტი შეუერთდა: ნადია პეტროვა-კატარინა სრებოტნიკი (რუსეთი-სლოვენია), ეკატერინა მაკაროვა-ელენა ვესნინა (ორივე - რუსეთი) და სე შუვეი-პენ შუაი (ტაივანი-ჩინეთი), - იტყობინება WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი.
წყვილთა თანრიგის წილისყრის ცერემონია 24 ოქტომბერს გაიმართება, ორი დღის შემდეგ კი შედგება ნახევარფინალი მატჩები. ტურნირის გამარჯვებული 27 ოქტომბერს გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ
სტამბოლის ტურნირის საპრიზო ფონდი 6 მილიონ დოლარს შეადგენს.
როგორ იჩხუბეს ენდიმ და ნოვაკმა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი როდიკმა ჟურნალისტებს მოუყვა კონფლიქტური სიტუაციის შესახებ ნოვაკ ჯოკოვიჩთან, რომელიც 2008 წელს მოხდა და რომელიც კინაღამ ჩხუბით დასრულდა.
როდიკი ამ დღეებში ამერიკის ერთ-ერთი არხის სტუმარი იყო. საუბრის დროს, ამერიკელმა აღიარა, რომ აშშ-ის ღია პირველობის დროს იჩხუბა "ერთ ჩოგბურთელთან", რომლის სახელი დაახლოებით ასე ჟღერს: "შმოვაკ შმოკოვიჩი".
"მე თითქოს მისი პროვოცირება მოვახდინე საკუთარი სიტყვებით და მან პასუხის გაცემა გადაწყვიტა. ის მომიახლოვდა და შუბლი შუბლზე მომადო, მეც არ ჩამოვრჩი, თუმცა ამის შემდეგ მივხვდი, რომ მისი მწვრთნელი მეტად სოლიდური კომპლექციის იყო. გავაანალიზე რა შეიძლებოდა მომხდარიყო და უკან დავიხიე", - მოჰყავს როდიკის სიტყვები USG Today-ს.
როგორც ირკვევა, კონფლიქტი ჩოგბურთელებს შორის მაშინ მოხდა, როცა ამერიკელმა სერბზე მიანიშნა, რომ ჯოკოვიჩი მუდმივად წუწუნებს მსაჯების, ჯანმრთელობის და მაყურებლების გამო.
მოგვიანებით, როდიკმა თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ მასსა და ჯოკოვიჩს შორის მტრობა არ არის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა პეკინში დაიწყეს