ანა ტატიშვილი მაკონის ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
მაკონში (აშშ) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მეოთხედფინალში 11 ოქტომბეს ანა ტატიშვილი (იგი მე-4 ნომერია) მე-6 ნომერ მასპინძელს - ნიკოლ გიბსს დაუპირისპირდა.

პირველი სეტი ანამ იოლად მოიგო - 6:1, მეორეში 6:3 გაიმარჯვა. ქართველი ჩოგბურთელი 12 ოქტომბერს ნახევარფინალში მე-7 ნომერ ალი კიიკს (აშშ) გაუწევს მეტოქეობას.

მეორე ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი აილა ტომლიანოვიჩი (ხორვატია) და მედისონ ბრინჯლი შეხვდებიან, რომლებმაც, შესაბამისად, ამერიკელები - იულია ბოსერუპი (6:2, 7:5) და ჟაკლინ კაკო (6:2, 6:1) ჩამოიშორეს გზიდან.

ანტალიის 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს მე-8
ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე, რომელმაც ორ მეტოქეს სძლია, მაგრამ გუშინ მეოთხედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ მარტინა კუბიჩიკოვისთან (ჩეხეთი) სამ სეტში დამარცხდა - 0:6, 6:4, 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული