ანა ტატიშვილმა მაკონის ტურნირი მოიგო და 50 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა

AutoSharing Option
ამერიკულ მაკონში 13 ოქტომბერს დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით იასპარეზა თბილისელმა ანა ტატიშვილმა.

იგი მე-4 ნომრად იყო განთესილი. შაბათს ნახევარფინალში ჩვენებურმა ორ სეტში სძლია ნორვეგიელ ულრიკე ელკერს - 6:4, 6:3. მეორე ნახევარფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა აილა ტომლიანოვიჩმა (ხორვატია) იოლად აჯობა მედისონ ბრენჯლის (აშშ) - 6:1, 6:2. 13 ოქტომბერს ტატიშვილი-ტომლიანოვიჩის შეხვედრა ასე დამთავრდა - 6:2, 1:6, 7:5.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ისევ ამერიკაში რჩება და ამ კვირიდან ROCK HILL ROCKS OPEN-ში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაებმება, მაკონის
ტურნირის მოგებისთვის მთავარი პრიზი და 50 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

* * *

ყაზახეთში დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის თბილისელი ალექსანდრე მეტრეველი. 13 ოქტომბერს მან მასპინძელ ბოგდან ვალიევს მოუგო - 6:0, 6:0 და მე-2 წრეში სარდორ პულატოვის (უზბეკეთი) მძლეველ (6:4, 6:4) ალექსეი ნესტეროვს (ყაზახეთი) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული