ანა ტატიშვილი წინსვლას განაგრძობს

AutoSharing Option
როკ ჰილის (აშშ) ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ასპარეზობს მე-5 ნომრად განთესილი თბილისელი ანა ტატიშვილი.

17 ოქტომბერს, მეორე წრეში იგი ადრიანა პერესს (ვენესუელა) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ წრეში დაამარცხა - 6:4, 6:2. მეოთხედფინალში იგი ნაომი ოსაკასა (იაპონია) და მადისონ ბრენჯლის (აშშ) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *

იაპონურ მაკინოჰარაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ძალებს ცდიდა სოფიო შაფათავა. 17 ოქტომბერს, მეორე წრეში იგი მასპინძელ ნაო ჰიბინოს დანებდა - 3:6, 7:5, 0:6. წყვილებში შაფათავა ბელინდა ბენჩიჩთან (შვეიცარია) ერთად მეოთხედფინალში ასპარეზობის
რეიტინგფავორიტებს - მიკი მიიამურასა და აკიკო ომაეს (ორივე - იაპონია) გაუწევს მეტოქეობას.

* * *

ერთეულებში ანტალიის (თურქეთი) საერთაშორისო ტურნირს (25.000 დოლარი) შემორჩა ეკატერინე გორგოძე: პირველ ტურში მან ბარბარა სობასკიევიჩს (პოლონეთი) მოუგო, მეორეში კი გზიდან ასია დაირის (ყაზახეთი) ჩამოშორებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული