ანა ტატიშვილი როკ ჰილის ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ამერიკულ როკ ჰილში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით თამაშობს ანა ტატიშვილი.

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ 18 ოქტომბერს მეოთხედფინალში ჩვენებურმა მასპინძელი მედისონ ბრინჯლი ჩამოიშორა გზიდან: პირველი ხელი ანამ იოლად მოიგო-6:2, მაგრამ მეორე, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო-1:6. მესამე სეტში შეძლო ძალების მობილიზება და 6:0 გაიმარჯვა.

ტატიშვილი ნახევარფინალში ნიკოლ გიბსის (აშშ) მძლეველ (4:6, 6:3, 6:4) ასია მუჰამადს (აშშ) შეხვდება.

* * *

ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მე-2 წრეში თბილისელი ეკატერინე გორგოძე ორ
სეტში დამარცხდა ანა ბოგდანთან (რუმინეთი)-5:7, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *

იაპონურ მაკინოჰარას 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა პაექრობას დაემშვიდობა სოფიო შაფათავა-შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან შეამხანაგებული ჩვენებური მასპინძლებთან-მიკი მიიამურასა და აკიკო ომაესთან დამარცხდა-3:6, 7:5, 2:10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული