ანა ტატიშვილი WTA-ს რეიტინგში 19 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ანა ტატიშვილმა მაკონის (აშშ) ტურნირზე მოპოვებული 50 ქულის წყალობით 19 ადგილით წინ გადაინაცვლა.

როკ ჰილის (აშშ) ფინალისტობისთვის დამსახურებული 34 ქულა მომავალი ორშაბათისთვის დაერიცხება.

WTA-ს კლასიფიკაციას კვლავ დაუბრუნდნენ თამარ ჭალაგანიძე და მარიამ ბოლქვაძე, რომლებიც 3-3 ქულით მეორე ათასეულში არიან. სულ კი რეიტინგში 8 ქართველია: 158 (177). ანა ტატიშვილი (397), 231 (233). სოფიო შაფათავა (245), 274 (276). ოქსანა კალაშნიკოვა (182), 517 (482). მაკა ჩახნაშვილი (71), 594 (572). ეკატერინე გორგოძე (49), 717 (723). სოფიო ქვაცაბაია (28), 1188
(1191). თამარ ჭალაგანიძე (3), 1200 (1202). მარიამ ბოლქვაძე.

წყვილებში: 52 (51). ოქსანა კალაშნიკოვა (1742), 84 (84). ანა ტატიშვილი (1033), 219 (221). სოფიო შაფათავა (296), 449 (448). ეკატერინე გორგოძე (106), 509(509). სოფიო ქვაცაბაია (85), 666 (659). მაკა ჩახნაშვილი (47), 1213 (1214). თამარ ჭალაგანიძე (4), 1237 (1237). მარიამ ბოლქვაძე (3).

მიმდინარე კვირას ქართველი ჩოგბურთელები აქტიურად ჩაებმებიან სხვადასხვა შეჯიბრებაში. ანა ტატიშვილი ამერიკაშივე რჩება და ფლორენსიის 25.000-იან ტურნირში ითამაშებს. სავარაუდოდ, მე-4 ნომრად განითესება. რეიტინგფავორიტად მარიანა დუკე-მარინო (კოლუმბია) რჩება, რომელმაც როკ ჰილის ფინალში ტატიშვილს აჯობა. მეორე-მესამე ნომრები იქნებიან მიჩელე დებრიტო (პორტუგალია) და მედისონ ბრენჯლი (აშშ).

ამომავალი მზის ქვეყანაში იმყოფება სოფიო შაფათავა. ამჯერად ჰამამაცუს ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) იასპარეზებს. ჩვენებური მესამე ნომერია და გზიდან "უაილდ ქარდით" მოწვეული ნაცუმი ჩიმურას ჩამოშორებას (იაპონია) შეეცდება (ამ ტურნირზე პირველი ნომერია ყაზახი ზარინა დიიასი).

წყვილებში შაფათავა შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან არის შეამხანაგებული და სტარტზე იაპონელების - მიიაბი ინოუეს და ჩიაკი ოკადაეს დუეტს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში, პირველ ნომრად განთესილ მიკი მიიამურას და აკიკო ომაეს (ორივე - იაპონია) ტანდემს შეხვდება.

ანტალიაში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომლის ძირითად ბადეში ორი ქართველი იასპარეზებს.

ეკატერინე გორგოძე მე-7 ნომერია და სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ კატერინა სტრესნაკოვასთან (სლოვაკეთი) გაარკვევს ურთიერთობას. სოფიო ქვაცაბაია ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში გორგოძემ და ეკატერინა წიკლაურმა (რუსეთი) პირველ წრეში გულნაზ დოკი (ყაზახეთი) და ვალერია მაკსიმჩენკო (რუსეთი) დაამარცხეს - 6:3, 6:1 და მეოთხედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებს - მარი ბენოიტსა და კიმბერლი ციმერმანს (ორივე - ბელგია) შეხვდებიან. ქვაცაბაიამ და მასპინძელმა ესენ კოკჩემ მესამე ნომრად განთესილ კამილ ჩელისა და ალიქს კოლომბონის (ორივე - საფრანგეთი) დუეტთან წააგეს - 5:7, 2:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტატიშვილი რომ არ გვყავდეს რა ეშველებოდა ქართულ ჩოგბურთს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული