25 ოქტომბერს ჩვენებურმა მე-4 ნომრად განთესილ (თავად მე-7 ნომერია) ბელგიელი მარი ბენოიტი დაამარცხა - 6:2, 6:3 და წყვილების მეოთხედფინალში მარცხისთვის რევანში აიღო.
თბილისელი ჩოგბურთელი ნახევარფინალში რეიტინგფავორიტ მარტინა კუბიჩიკოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდება.
ამ უკანასკნელმა ჰოლანდიელი ქური ლემონი ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:4. მეორე ნახევარფინალში ანასტასია რუდაკოვა (რუსეთი) და პია კონიგი (ავსტრია) შეხვდებიან, რომლებმაც, შესაბამისად, კამილ ჩელის (საფრანგეთი, 6:0, 6:1) და ჯესიკა მელიჩკოვას (ჩეხეთი, 6:7, 6:4, 6:3) აჯობეს.
ყოველდღიური