სოფიო შაფათავას მარცხი რევანშის შანსით

AutoSharing Option
25 ოქტომბერს იაპონური ჰამამაცუს კორტებზე ორჯერ გავიდა ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა, რომელიც იქაურ 25.000-იან ტურნირში თამაშობს.

ერთეულთა თანრიგში მესამე ნომრად განთესილი ჩვენებური ტურნირის მე-7 ნომერ შუკო აოიამას (იაპონია) დაუპირისპირდა.

პირველი ხელი შაფათავამ მოიგო 6:4, მაგრამ მომდევნო ორი სეტი, შესაბამისად, 2:6, 4:6 წააგო და ერთეულთა ასპარეზობას ჩამოშორდა.

სამაგიეროდ, წყვილებში შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან ერთად მესამე ნომრებს - ერი ჰოზუმის და მაკოტო ნინომიას (ორივე-იაპონია) სძლია 6:4, 6:3 და ფინალში გავიდა, სადაც შუკო აოიამას და ჟუნრი ნამიგატას (ორივე-იაპონია) ტანდემთან გაარკვეს ურთიერთობას, ერთეულთა თანრიგში აოიამასთან
წაგებისთვის რევანშის შანსი ეძლევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული