ანა ტატიშვილი ნიუ ბრაუნფელსის ტურნირში ყოჩაღობს

AutoSharing Option
თბილისელი ანა ტატიშვილი ამერიკულ ნიუ ბრაუნფელსში ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან ტურნირში წინსვლას განაგრძობს.

სტარტზე ჟაკლინ კაკოს (აშშ) ძლევის შემდეგ 31 ოქტომბერს მის გზას გაუყენა იულია ელბაბა (აშშ) - 6:3, 6:4 და მეოთხედფინალში კიდევ ერთ ამერიკელს - სანაზ მარანდს შეხვდება.

წყვილებში ტატიშვილმა და კოკო ვანდევეგემ (აშშ) ორ სეტში იოლად სძლიეს ულრიკე ეიკერსა (ნორვეგია) და მარსელა ზაქარიასს (მექსიკა) - 6:1, 6:1. ამ გამარჯვებით ისინი ნახევარფინალში გავიდნენ.

* * *

ანტალიის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წარმატებით თამაშობს ეკატერინე გორგოძე. სტარტზე
მან მასპინძელი ესენ კოკჩე ჩამოიშორა გზიდან (6:0, 6:0), 31 ოქტომბერს კი კშილა არგიელანს (უნგრეთი) აჯობა - 6:1, 7:5. მეოთხედფინალში ჩვენებური კატია ზუევას (უკრაინა) მძლეველ (6:1, 6:2) ნორა ენგელმანს დაუპირისპირდება და პირველ წრეში სოფიო ქვაცაბაიას დამარცხებისთვის რევანშის აღებას შეეცდება.

* * *

სტამბულში, 25.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობაში მეორე ნომერმა სოფიო შაფათავამ ანასტასია ვასილიევასთან ერთად 31 ოქტომბერს ნახევარფინალში მეოთხე ნომრად განთესილი ბასაკ ერაიდინისა და მელის სეზერის (ორივე - თურქეთი) ტანდემი დაჯაბნა - 6:3, 6:0 და ფინალში რეიტინგფავორიტ კაგლა ბუიკაკჩაისა და ჰემრა ოზგენის (ორივე - თურქეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

ამ უკანასკნელმა მიხაელა ჰონკოვას (სლოვაკეთი) და კატარზინა კავას (პოლონეთი) მოუგო - 7:5, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული