ანა ტატიშვილი WTA-ს რეიტინგში ასეულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
შარშან, 8 ოქტომბერს ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, WTA-ს კლასიფიკაციით, 50-ე იყო. შემდეგ ტრავმების გამო ჩვენებურის შედეგებმა იკლო და წლეულს ანამ მეორე ასეულში გადაინაცვლა.

და აი, ოთხი კვირაა, ტატიშვილი წარმატებებით ახარებს ქომაგებს. ერთი კვირის წინ ფლორენსის (აშშ) 25.000-იანი ტურნირის მოგებისთვის დამსახურებულმა 50-მა ქულამ ქართველ სპორტსმენს 22 საფეხურით დაწინაურების საშუალება მისცა და ამჟამად 499 ქულით 125-ეა (147-ე პოზიციიდან).

3 ნოემბერს ნიუ ბრაუნფელსში აღებული 70 ქულა მომავალ კვირას დაერიცხება. დანარჩენ ქართველთა სარეიტინგო მონაცემები ასეთია: 224 (229). სოფო შაფათავა (262), 281 (278). ოქსანა კალაშნიკოვა
(182), 464 (482). მაკა ჩახნაშვილი (74), 523 (560). ეკატერინე გორგოძე (61), 727 (724). სოფო ქვაცაბაია (28), 1195 (1195). თამარ ჭალაგანიძე (3), 1203 (1206). მარიამ ბოლქვაძე (3).

ანა ტატიშვილი ამერიკაში დარჩა და კაპტივა აილენდის 50.000-იან ტურნირის მხოლოდ ერთეულთა თანრიგში მე-5 ნომრით მოსინჯავს ძალებს. სტარტზე ჩვენებურს "უაილდ ქარდით" მიწვეული იულია ბოსერუპი დაუპირისპირდება.

ანტალიის 10-ათასიან ტურნირში სამი ქართველი ჩაება: ეკატერინე გორგოძე, სოფიო ქვაცაბაია და ანა ქადაგიძე. გორგოძე მე-4 ნომრითაა განთესილი, სტარტზე მასპინძელ ესენ კოკჩეს დაუპირისპირდება; მე-8 ნომერი ქვაცაბაია გზიდან ნორა ენგელმანის (გერმანია) ჩამოშორებას შეეცდება, მით უმეტეს, ანტალიის წინა ტურნირის პირველ წრეში ალემანთან მარცხებისთვის რევანში აქვს ასაღები; ქადაგიძეს კი უკრაინელი ანასტასია შესტაკოვა გამოსცდის.

ორმა ჩვენებურმა 4 ნოემბერს წყვილებში ითამაშა: გორგოძე, ტაისია ზაკარლიუკი (უკრაინა)-ანა ბოგოსლავეტსი, ანასტასია შესტაკოვა (ორივე - უკრაინა) 6:2, 6:3; ქვაცაბაია, ესენ კოკჩე (თურქეთი)-ნორა ენგელმანი, დომინიკ ვაჰლი (გერმანია) 6:0, 6:4.

5 ნოემბერს კი კორტზე ქადაგიძე, ვიქტორია კუზმოვა (სლოვაკეთი) და ანა ბოგდანი, იოანა ბოგდანი (ორივე - რუმინეთი) შეხვდებიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული