მე-8 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ნორა ენგელმანს (გერმანია) მოუგო და მე-2 ტურში კიმბერლი ციმერმანს (ბელგია) დაუპირისპირდება. თანაგუნდელს მხარი აუბა ეკატერინე გორგოძემ (მე-4 ნომერი). პირველ წრეში მან ესენ კოკჩე (თურქეთი) დაამარცხა - 6:0, 6:0.
მომდევნო ეტაპზე გორგოძეს მაროკოელი რიტა ატიკი გაუწევს მეტოქეობას. ასეთივე ანგარიშით უკრაინელმა ანასტასია შესტაკოვამ ანა ქადაგიძეს აჯობა.
წყვილებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. მათ შორის, სამწუხაროდ, არც ერთი ქართველი არ არის. ქადაგიძემ ვიქტორია კუზმოვასთან (სლოვაკეთი) ერთად
* * *
დიდ ბრიტანეთში 10.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში მარიამ ბოლქვაძე ნორა ნიედმერსს (გერმანია) დანებდა - 5:7, 3:6. წყვილებში მასპინძელ ჟასმინ ალბერ აშგარისთან შეამხანაგებული ბოლქვაძე მარია მასინისა (იტალია) და დარია შულჟანოკის (ბელორუსი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.
* * *
ბოლო ერთი თვეა, თბილისელი ანა ტატიშვილი წარმატებით ასპარეზობს ამერიკულ ტურნირებში. 6 ნოემბერს კეპტივა აილენდის 50.000-იან ტურნირში ჩაება. სტარტზე მასპინძელ იულია ბოსერუპს შეხვდა. პირველი ხელი ამერიკელმა დაძაბულ ორთაბრძოლაში 7:6 მოიგო, მეორეში, როცა ანგარიში იყო 3:0 ბოსერუპის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
* * *
თურქეთში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგის პირველი წრე ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაძლია. მეორეში იგი გზიდან ანდრეი პლოტნის (რუსეთი) ჩამოშორებას შეეცდება. 6 ნოემბერს წყვილებში ჩვენებურმა და ადამ ელ მიჰდავიმ, რომლებიც ტურნირზე მე-2 ნომრად იყვნენ განთესილნი, ტომ შონბერგისა და ლენარტ ზუნგას ტანდემთან წააგეს - 4:6, 1:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"