ჩოგბურთიდან პროფესიულ გოლფში

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა მეშვიდე ჩოგანმა, ამერიკელმა მერდი ფიშმა, რომელმაც ბოლო ორი სეზონის დიდი ნაწილი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა, პროფესიულ გოლფში თავის გამოჩენა გადაწყვიტა.

31 წლის ჩოგბურთელმა, ვისაც ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადების კარიერის დასრულების შესახებ, ბოლო სამი კვირის გამავლობაში გოლფის ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ფიშს სურს PGA Tour-ში (ყველაზე პრესტიჟული სერია გოლფში) გამოსვლის უფლება მიიღოს, თუმცა ჯერ ამაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

"რამდენიმე თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი - ვახშამზე დამელია ერთი ჭიქა ღვინო ან მეუღლესთან ერთად წავსულიყავი კინოთეატრში.
ჩვეულებრივი ამბები არ მყოფნის, რასაც მოკლებული ვიყავი დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში",
- ამბობს ფიში ამერიკულ პრესასთან კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სეზონში ფიშმა ოთხი მატჩი მოიგო და ხუთჯერ დამარცხა. დღეს ის 369-ე ადგილს იკავებს მსოფლიო კლასიფიკაციაში. წარმოშობით მინესოტელ ჩოგბურთელს ATP-ის ექვსი ტიტული აქვს მოგებული, გარდა ამისა, ვერცხლის მედალი მოიპოვა 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მერდი ფიში ავადმყოფი ყოფილა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული