მარია შარაპოვა ისევ ყველაზე მდიდარია

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა კვლავაც პირველ ადგილზეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების რეიტინგში, რომელიც ჟურნალმა "ფორბსმა" 2013 წლის შედეგების მიხედვით შეადგინა.

შარაპოვას შემოსავალმა 29 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 23 მილიონი სპონსორულ და სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის. რეიტინგში მეორე-მეოთხე ადგილებზეც ჩოგბურთელები არიან - ამერიკელი სერენა უილიამსი, ჩინელი ნა ლი და ბელორუსი ვიქტორია აზარენკა.

2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენები:

1. მარია შარაპოვა (რუს, ჩოგბურთი) - $29 მლნ
2. სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი) - $ 20,5 მლნ
3. ნა ლი (ჩინ, ჩოგბურთი) - $18,2
მლნ
4. ვიქტორია აზარენკა (ბლრ, ჩოგბურთი) - $15,7 მლნ
5. დანიკა პატრიკი (აშშ, ავტოსპორტი) - $15 მლნ

6. იუ ნა კიმი (კორ, ფიგურული სრიალი) - $14 მლნ
7. კაროლინ ვოზნიაცკი (დან, ჩოგბურთი) - $13,6 მლნ
8. აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, ჩოგბურთი) - $7,4 მლნ
9. ანა ივანოვიჩი (სერ, ჩოგბურთი) - $7 მლნ
10. პაულა კრიმერი (აშშ, გოლფი) - $5,5 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლაპარაკობს და უჩვენებს შარაპოვა
ასევე დაგაინტერესებთ