ოქსანა კალაშნიკოვამ ინდოეთის ტურნირი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
მცირე ხნის შესვენების შემდეგ თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა ინდურ პუნეში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაება.

3 დეკემბერს მე-6 ნომრად განთესილი ჩვენებური ორჯერ გავიდა კორტზე. ჯერ ერთეულთა თანრიგში კსენია პალკინას (ყირგიზეთი) სძლია - 7:5, 6:2 და მეორე წრეში რიშიკა ფუჯივარას (იაპონია) დაუპირისპირდება.

წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვა პოლონელ მაგდა ლინეტესთან არის შეამხანაგებული. ისინი ტურნირის რეიტინგფავორიტები არიან.

სტარტზე ოქსანამ და მაგდამ მასპინძლები - "უაილდ ქარდით" მიწვეული პრერნა ბრამბრი და ნიდხი ჩილუმულა დაჯაბნეს - 6:2, 7:6; მეოთხედფინალში მათ დიდიბრიტანელები - ჟაკლინ რაე და ანა შმიტი
გაუწევენ მეტოქეობას.

* * *

იტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მე-2 ნომრადაა განთესილი მარგალიტა ჩახნაშვილი. პირველ წრეში მან მასპინძელ ბიანკა ტურატის აჯობა - 7:6, 5:7, 6:4 და მე-2 წრეში მარტინა მონეს (იტალია) მძლეველ (6:1,6:3) ივა პრიმორაცს (ხორვატია) შეხვდება.

* * *

ანტალიაში, ქალთა 10.000-იან ტურნირში თამარ ჭალაგანიძე დაიანა დუკიჩთან (სერბეთი) სტარტზევე დამარცხდა - 1:6, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული