ოქსანა კალაშნიკოვამ ინდოეთის ტურნირი კარგად დაიწყო

AutoSharing Option
ინდურ ნავი მუმბაიში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვაც მონაწილეობს.

ერთეულთა თანრიგში იგი მე-8 ნომრადაა განთესილი. სტარტზე მან იოლად სძლია (6:1, 6:1) კსენია პალკინას (ყირგიზეთი), ვისთვისაც აქამდე სამჯერ ჰქონდა მოგებული. მეორე წრეში ჩვენებურს ინდოელი რუტუჯა ბროსალე დაუპირისპირდება, რომელმაც 10 დეკემბერს თანამემამულე რიშიკა სუნკარა ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:2.

წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვა დიანა მარკინკევიცასთან (ლატვია) არის შეამხანაგებული და ტურნირის რეიტინგფავორიტია. 10 დეკემბერს ამ დუეტმა დიანა ბოგოლისა (უკრაინა) და ანა მორგინას (რუსეთი) ტანდემს აჯობა
- 6:0, 6:3. ოქსანას და დიანას მეოთხედფინალში მეტოქეობას გაუწევენ კამონვან ბუაიამი და პინქტარან პლიპუჩი (ორივე - ტაილანდი), რომლებმაც 10-ში ჰაო ჩენ ტანი და რენ ტიანი (ორივე - ჩინეთი) დაჯაბნეს - 2:6, 7:5, 10:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული