მე-8 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ერთეულთა თანრიგის სტარტზე კსენია პალკინას (ყირგიზეთი) ძლევის შემდეგ, 11 დეკემბერს, მასპინძელი ბოსალე დაამარცხა - 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში ყაზახ კამილა კერიმბაევას დაუპირისპირდება.
ამ უკანასკნელმა იტალიელი ბარბიერი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:1.
წყვილებში კალაშნიკოვა, როგორც გაუწყეთ, ლატვიელ დიანა მარცინკევიცასთან არის შეამხანაგებული. 11 დეკემბერს, მეოთხედფინალში ისინი კამონავან ბუაიამისა და პინქტარნ პლიპუჩის (ორივე - ტაილანდი) დუეტს შეხვდნენ.
პირველი სეტი ტაილანდელებმა მოიგეს - 6:4,
* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში იყო თამარ ჭალაგანიძე, რომელიც 11 დეკემბერს ალიონა სოტნიკოვას (უკრაინა) დანებდა - 0:6, 1:6.
* * *
ყატარში, ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წარმატებით ცდის ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ერთეულებში მესამე ნომერია. 11 დეკემბერს მე-2 წრეში მან ჩუჰან ვანს (ჩინეთი) აჯობა - 3:6, 6:4, 6:3.
წყვილების მეოთხედფინალში ბასილაშვილი იაჰორ იაციკთან (ბელორუსი) ერთად მესამე ნომრად განთესილ ადამ ჩადაჯს (პოლონეთი) და დომინიკ შულცს (გერმანია) შეხვდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეწყვილესთან ერთად ორივე ხელი მოიგო - 7:5, 6:3 და ნახევარფინალში გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"