ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობას დაემშვიდობა

AutoSharing Option
23 წლის ანა ტატიშვილმა (126) წარმატებით გაიარა "დიდი სლემის" წლის პირველი ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადე და ძირითადში მოხვდა, თუმცა ამაზე მეტს ქართველმა ჩოგბურთელმა ვეღარ მიაღწია.

I წრეში ჩვენებურის მეტოქე პუერტორიკოელი მონიკა პუიგი (57) იყო. 20 წლის მონიკამ ყველაფერში დაჩაგრა ჩვენებური და ორ სეტში 6:2, 6:4 იმარჯვა. მის ანგარიშზე 8 ეისია, მაშინ, როცა ანას ერთი ეისიც არ მოუწოდებია.

მატჩმა საათსა და 15 წუთს გასტანა. ანა მესამედ თამაშობდა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში და ის მესამედვე პირველ წრეში დამარცხდა.

ასევე
იხილეთ:

ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე უკვე 50 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ გიწერიათ პუერტორიკოელიო და მერე ამერიკელიო :)
თუ ზოგადად კონტინენტს გულისხმობდით? :)
Raul
17:25 13-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული