გორგოძემ და ქვაცაბაიამ ანტალიის ტურნირში მეოთხედფინალები გაინაღდეს

AutoSharing Option
თურქულ ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც ორი ქართველიც მონაწილეობს.

29 იანვარს წყვილთა ორთაბრძოლები გაიმართა. ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ, რომლებიც მე-4 ნომრად არიან განთესილნი, სტარტზე ნაცუმი ჩიმურას (იაპონია) და მარიანა ნატალის (იტალია) დუეტი ორ სეტში ჩამოიშორეს გზიდან - 7:5, 6:4 და მეოთხედფინალში თეოდორა ბერკარუს (რუმინეთი) და ვანდა ლუკაშის (უნგრეთი) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას.

რუმინულ-უნგრულმა წყვილმა გულნაზ დოკეი (ყაზახეთი) და მილანა ლისოვა (რუსეთი) დაჯაბნა - 4:6, 6:0, 10:5.

რაც შეეხება ერთეულთა შეჯიბრებას, სოფიო ქვაცაბაია სტარტზე მესამე
ნომერ ბელორუს სვიატლანა პირაჟენკას დანებდა დაძაბულ პაექრობაში - 6:1, 6:7, 6:7, ხოლო ეკატერინე გორგოძე 30 იანვარს გულნაზ დოკეის შეხვდება.

* * *

ტუნისში დაიწყო ახალგაზრდა ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი. შეჯიბრების ძირითად ბადეში ჩაება თბილისელი ალექსანდრე ბაკში.

პირველ წრეში იგი ხორვატ ტიმოსლავ პოდვინსკისთან დამარცხდა - 3:6, 2:6. სამაგიეროდ, წყვილებში იყოჩაღა პეტარ კონკიჩთან ერთად. ისინი მეორე ნომრად არიან განთესილნი.

სტარტზე სანდრომ და პეტარმა ტადას ბაბელისსა (ლიტვა) და დენის კლოკს (უკრაინა) დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:1, 6:4. მეოთხედფინალში მათი მეტოქეები ისმაილ რუვა მზაისა (კენია) და აბდულ კარიმ უატარას (კოტ დივუარი) მძლეველი (6:3, 6:3) ლუის ტესა (საფრანგეთი) და ზაპატა მირალესი (ესპანეთი) იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული