29 იანვარს წყვილთა ორთაბრძოლები გაიმართა. ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ, რომლებიც მე-4 ნომრად არიან განთესილნი, სტარტზე ნაცუმი ჩიმურას (იაპონია) და მარიანა ნატალის (იტალია) დუეტი ორ სეტში ჩამოიშორეს გზიდან - 7:5, 6:4 და მეოთხედფინალში თეოდორა ბერკარუს (რუმინეთი) და ვანდა ლუკაშის (უნგრეთი) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას.
რუმინულ-უნგრულმა წყვილმა გულნაზ დოკეი (ყაზახეთი) და მილანა ლისოვა (რუსეთი) დაჯაბნა - 4:6, 6:0, 10:5.
რაც შეეხება ერთეულთა შეჯიბრებას, სოფიო ქვაცაბაია სტარტზე მესამე
* * *
ტუნისში დაიწყო ახალგაზრდა ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი. შეჯიბრების ძირითად ბადეში ჩაება თბილისელი ალექსანდრე ბაკში.
პირველ წრეში იგი ხორვატ ტიმოსლავ პოდვინსკისთან დამარცხდა - 3:6, 2:6. სამაგიეროდ, წყვილებში იყოჩაღა პეტარ კონკიჩთან ერთად. ისინი მეორე ნომრად არიან განთესილნი.
სტარტზე სანდრომ და პეტარმა ტადას ბაბელისსა (ლიტვა) და დენის კლოკს (უკრაინა) დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:1, 6:4. მეოთხედფინალში მათი მეტოქეები ისმაილ რუვა მზაისა (კენია) და აბდულ კარიმ უატარას (კოტ დივუარი) მძლეველი (6:3, 6:3) ლუის ტესა (საფრანგეთი) და ზაპატა მირალესი (ესპანეთი) იქნებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"