ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ჩოგბურთელები თანატოლთა შორის კონტინენტის პირველობაზე გაემგზავრნენ.

16-წლიანებში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ: გოგონებში - ანა ახალკაცი, მარიამ ბოლქვაძე და მედეა პეტრიაშვილი, ხოლო ბიჭებში - ირაკლი მეტრეველი, ვაჟა შუბლაძე და გუგა თავაძე; 14-წლიანებში - ანა შანიძე, მარიამ დალაქიშვილი, ნინო ნასიპიანი, ზურაბ ტყემალაძე, ნიკა დავლიანიძე და დავით ჭელიძე.

ეს ის გუნდია, რომლის წევრებიც ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან. ამ შეჯიბრებას კი 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს. ფედერაციას ზემოთ დასახელებული ჩოგბურთელების დიდი იმედი აქვს, რადგამ მათ შარშან ბევრ ტურნირში ითამაშეს წარმატებით.

მაგალითად, ჩოგბურთის
საერთაშორისო ფედერაციამ ტყემალაძე 2013 წლის შედეგებით ევროპის 14-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია საკუთარი სახსრებით და გერმანიაში ექვს ტურნირში ჩააბა.

დავლიანიძე რეიტინგში 60 საფეხურით დაწინაურდა. შარშანვე ვერის პარკის კორტებზე 12-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი ერთეულებში ანა შანიძემ მოიგო, წყვილებში კი შანიძე და დალაქიშვილი ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. დალაქიშვილმა ზაფხულში ჩეხეთის ტურნირზეც გაიმარჯვა. იმედია, ისინი არც ახლა შეირცხვენენ თავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული